Accessibility links

logo-print

ევროპის პრესაში, თავდაპირველად


ევროპის პრესაში, თავდაპირველად დანიაში, მუსლიმანური წინასწარმეტყველის მოჰამედის კარიკატურების

ევროპის პრესაში, თავდაპირველად დანიაში, მუსლიმანური წინასწარმეტყველის მოჰამედის კარიკატურების
გამოქვეყნების გამო მაჰმადიანურ ქვეყნებში გრძელდება მასობრივი საპორტესტო გამოსვლები.
პროტესტი გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, ირანში, ინდონეზიაში, ავღანეთში, სადაც ოთხი ადამიანი მოკლეს შეტაკების დროს. აშშ- ის, ევროპის კავშირის ქვეყნებმა და გაეროს გენარულმა მდივანმა კოფი ანანმა დაგმეს ძალადობა, - სირიასა და ლიბანში დანიის და ნორვეგიის საელჩოების დარბევა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩარლზ კლერკმა განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია. ძალადობა დაგმო გერმანიის მაჰმადიანთა ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ აიაბ აქსელ კიოლერმა. რელიგიურ ლიდერთა ევროპის საბჭომ დაგმო კარიკატურებიც და ძალადობაც.
XS
SM
MD
LG