Accessibility links

logo-print

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გრძელდებოდა


დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გრძელდებოდა მასობრივი აქციები,

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გრძელდებოდა მასობრივი აქციები,
რომელთა მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ დასავლეთი ევროპის პრესაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ. ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა ღაზის სექტორში, სადაც პალესტინელებმა ცეცხლი წაუკიდეს დანიის სახელმწიფო დროშას. დემონსტრაციები ჩატარდა მალაიზიაში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში. დღესვე, ნორვეგიის ჟურნალ "მაგაზინეტის" რედაქტორმა, ვებიორნ სელბეკმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში მუსულმანებს იმისთვის, რომ მისმა გამოცემამ ერთ-ერთმა პირველმა გადაბეჭდა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები. თავდაპირველად ეს კარიკატურები დანიის გაზეთმა ილანდს-პოსტენმა გამოაქვეყნა. სელბეკმა, რომელიც აქამდე სწორად მიიჩნევდა გადაწყვეტილებას კარიკატურების გადაბეჭდვის შესახებ, განაცხადა, რომ არ ესმოდა, რამდენად შეურაცხმყოფელი იქნებოდა კარიკატურები მორწმუნე მაჰმადიანებისთვის.
XS
SM
MD
LG