Accessibility links

logo-print

"ირანის მიერ ურანის გამდიდრების სამუშაოების


"ირანის მიერ ურანის გამდიდრების სამუშაოების განახლება მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევაა"

"ირანის მიერ ურანის გამდიდრების სამუშაოების განახლება მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევაა"
- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, რაისმა თქვა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "არავინ აპირებს, ირანელ ხალხს ან ირანის სახელმწიფოს წაართვას მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განხორციელების უფლება. ამ თვალსაზრისით ირანს არაერთი წინადადებით მივმართეთ. მაგრამ პასუხად მან არჩია, საკუთარი თავი იზოლაციაში მოექცია." რაისის თქმით, ამჟამად ვაშინგტონი განიხილავს ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების შემოღების სხვადასხვა შესაძლებლობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თეირანს ურანის გამდიდრების სამუშაოთა შეწყვეტისკენ მოუწოდა, მაგრამ ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ მოსკოვი ირანის მიმართ სანქციების შემოღების წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG