Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეშფოთება გამოთქვა


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის
15 თებერვლის დადგენილების გამო, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის მშვიდობისდამცველების საერთაშორისო ძალებით შეცვლის შესახებ. სათათბიროს მიერ დღეს მიღებული განცხადება რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს პარლამენტის დადგენილება განცხადებაში შეფასებულია, როგორც "ანტირუსული პოლიტიკის ნაწილი“. დოკუმენტის თანახმად, დადგენილება "შეიცავს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს რუსეთის მისამართით და უხეშად დამახინჯებულ შეფასებას აძლევს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობას". რუსი დეპუტატები საუბრობენ, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კატასტროფისა და ეთნიკური წმენდის განხორციელების "რეალურ საფრთხეზე".
XS
SM
MD
LG