Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციამ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე


საქართველოს დელეგაციამ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე რუსეთისგან ოფიციალური უარი მიიღო.

საქართველოს დელეგაციამ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე რუსეთისგან ოფიციალური უარი მიიღო.
მოსკოვში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით 26 თებერვალს უნდა გამგზავრებულიყო. ვიზიტის გადადების თაობაზე ჟურნალისტებს რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ აცნობა. მისი თქმით, ეს არ არის ვიზიტის გაუქმება, მისი გადადება კი ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული დაძაბული ფონითაა განპირობებული. ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ შეტყობინებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღესვე მიიტანს.
XS
SM
MD
LG