Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან
დაკავშირებით რუსული მხარის ინიციატივაზე "ადვილად არ მიმდინარეობს", მაგრამ მოსკოვს მაინც აქვს პოზიტიური შედეგის იმედი. პუტინის თქმით, ირანის დელეგაციამ მოსკოვში ამ კვირაში მოწყობილ მოლაპარაკებაზე შესვენება მოითხოვა, მაგრამ დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ რუსული წინადადება ირანისთვის მისაღები იქნება. ამ საკითხზე პუტინმა დღეს, ბაქოში ვიზიტისას ისაუბრა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მან და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამართეს. იქვე პუტინმა აღნიშნა, რომ აპირებს მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მიწვევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG