Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავარმა სუნიტურმა ბლოკმა შეწყვიტა


ერაყის მთავარმა სუნიტურმა ბლოკმა შეწყვიტა

ერაყის მთავარმა სუნიტურმა ბლოკმა შეწყვიტა
ახალი მთავრობის შექმნის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება. ბლოკი აცხადებს, რომ შიიტური სალოცავის დაზიანების შემდეგ შიიტები ქვეყანაში ძალადობას აღვივებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ ააფეთქა ქალაქ სამარაში მდებარე შიიტური სალოცავი. აფეთქებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სუნიტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები გამოიწვია. არის მსხვერპლი. ბაღდადთან ახლოს მდებარე არხში 47 ერაყელის გვამს მიაგნეს. წინასწარი მონაცემებით, ისინი მასობრივი მკვლევობის მსხვერპლი გახდნენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, სალოცავის დაბომბვა დაგმო, და მას ბოროტი საქციელი უწოდა. ბუშის თქმით, შეერთებული შტატების შიიტური სალოცავის აღდგენისთვის ყველაფერს გააკეთებს: [ბუშის ხმა]: ”ერაყში არსებულ საღად მოაზროვნე ყველა ჯგუფს ესმის, რომ ეს აფეთქება სამოქალაქო კონფლიქტის გაღვივებას ისახავდა მიზნად; რომ ეს ბოროტი საქციელი იყო; და რომ წმინდა სალოცავის დანგრევა პოლიტიკური ქმედებაა, რომელიც მიზნად კონფლიქტს ისახავს. მე მოხარული ვარ, რომ საღი მოსაზრებები ისმის”.
ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, სალოცავის აფეთქებაში შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა, ერაყში მოქმედმა ერთ-ერთმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ კი ირანს და ერაყის შიიტურ მთავრობას დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG