Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა სერბიის ხელისუფლებას ერთი


ევროპის კავშირმა სერბიის ხელისუფლებას ერთი თვე მისცა ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის,

ევროპის კავშირმა სერბიის ხელისუფლებას ერთი თვე მისცა ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის,
რატკო მლადიჩის დასაპატირებლად. მლადიჩს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი ეძებს სამხედრო დანაშაულისთვის. ბრიუსელში გამართულ თათბირზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფრთხილეს ბელგრადი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყდება სერბიასთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "წერილები, რომლებსაც ვიღებ მთელი მსოფლიოდან, ნათლად მოწმობს იმას, რომ აუცილებელია ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის ბოლომდე მიყვანა. ეს უნდა გავაკეთოთ თავად ჩვენთვის, ევროპისთვის - რათა ვაჩვენოთ ჩვენი საზოგადოების ღირებულებები და იმის რწმენა, რომ ყველა, ვისაც ბრალი ედება ჰააგის ტრიბუნალის მიერ, მის წინაშე უნდა წარდგეს."

XS
SM
MD
LG