Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აზიაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აზიაში მოგზაურობა დაიწყო ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აზიაში მოგზაურობა დაიწყო ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით.
ბუშმა ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა რწმენა, რომ "ალ-ყაიდის" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე 5 წელი წარუმატებლად ეძებენ. პრეზიდენტმა ბუშმა დასძინა, რომ ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები განაგრძობენ ოსამა ბინ ლადენის ძებნას. [ჯორჯ ბუშის ხმა] “ალ-ყაიდის განადგურების საქმეში წინ მივიწევთ. ნელ-ნელა, მაგრამ სისტემატურად ვაყენებთ ეჭვმიტანილებს მართმსაჯულების წინაშე. და მსოფლიო უკეთესი ხდება ამ განუწყვეტელი პროგრესის შედეგად”. ჯორჯ ბუში აღნიშნავს ასევე, რომ აშშ ამაყობს ავღანელების სახელმწიფოებრივი პროგრესით - ქვეყანაში ძალადობის მიუხედავად. მოგვიანებით ჯორჯ ბუში ინდოეთში ჩავიდა. დღის წესრიგში დგას ინდოეთის ბირთვულ პროგრამსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
XS
SM
MD
LG