Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა,
პაკისტანის პრეზიდენტი, პერვეზ მუშარაფი, ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ამერიკის მოკავშირედ ყოფნის გამო შეაქო.
ისლამაბადში მუშარაფთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბუშმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ამერიკა და პაკისტანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ბუშის თქმით, ალ-ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში დაზვერვით მოპოვებული მასალები უფრო ეფექტიანად და სწრაფად უნდა გაიცვალოს: [ბუშის ხმა]: ”ალ-ყაიდის დასამარცხებლად ბევრია გასაკეთებელი. ეს პრეზიდენტმა და მე კარგად ვიცით. ჩვენ დღეს დილით ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. ალ-ყაიდის დამარცხების საუკეთესო გზა დაზვერვით მოპოვებული მასალების ერთმანეთისთვის მიწოდება, მათი დაპატიმრება და შემდეგ გასამართლებაა”. პერეზ მუშარაფმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა ტერორიზმის წინააღმდეგ ომს უჭერს მხარს. ამავე დროს, ჯორჯ ბუშმა პაკისტანში დემოკრატიული რეფორმებიც აუცილებლობაზეც ისაუბრა. მუშარაფი ძალაუფლებაში შვიდი წლის წინ, უსისხლო გადატრიალებით მოვიდა და არ შეასრულა სამხედრო პოსტიდან გადადგომის დაპირება. ამ დროისთვის ჯორჯ ბუშმა პაკისტანში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში მიმდინარე ვიზიტი დაასრულა და შინ, ვაშინგტონში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG