Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერ იგორ სმირნოვის


დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერ იგორ სმირნოვის განცხადებით, მისი არაღიარებული რესპუბლიკა აღარ მიიღებს მონაწილეობას

დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერ იგორ სმირნოვის განცხადებით, მისი არაღიარებული რესპუბლიკა აღარ მიიღებს მონაწილეობას
მოლდავეთთან მოლაპარაკებაში კონფლიქტის მოგვარებაზე. ეს ნაბიჯი მოჰყვა მეზობელი უკრაინის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს დნესტრისპირეთიდან საქონელი, სანამ ამ საქონელს მოლდაველი მებაჟეები არ შეამოწმებენ. სეპარატისტების ხელმძღვანელბი აცხადებენ, რომ ახალი წესი ეკონომიკური ბლოკადის ტოლფასია და ასეთ პირობებში მოლაპარაკება აზრს კარგავს. რუსეთმა კი გაავრცელა განცხადება, რომ საბაჟო კონტროლის შესახებ გადაწყვეტილების მიზანია დნესტრისპირეთზე ეკონომიკური ზეწოლა. რაც შეეხება უკრაინის რეაქციას, ის გამოვიდა მოწოდებით, გაიმართოს მოლაპარაკება უცხო სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოლდავეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარების განსახილველად.
XS
SM
MD
LG