Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დღეს მადრიდში განხორციელებული ტერორისტული


ესპანეთში დღეს მადრიდში განხორციელებული ტერორისტული აქტების ორი წლისთავს აღნიშნავენ.

ესპანეთში დღეს მადრიდში განხორციელებული ტერორისტული აქტების ორი წლისთავს აღნიშნავენ.
აფეთქებებს 191 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, და 1500-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილთაგან ბევრი მაროკოს მოქალაქეა. დღეს მადრიდში მაროკოდან 70 წევრიანი დელეგაცია ჩავიდა, და აფეთქებების ერთ-ერთ ადგილას, რკინიგზის სადგურში, გარდაცვლილებს პატივი მიაგო. ესპანეთის დედაქალაქში დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დანიშნული - მათ შორის ეკუმენური წირვა რკინიგზის სადგურის წინ. თავდასხმებთან დაკავშირებით დაპატიმრებულია 24 ეჭვმიტანილი. თავდასხმამ ირიბად იქონია გავლენა კონსერვატორი პრემიერ მინისტრის, ხოსე მარია აზნარის ხელისუფლებიდან წასვლაზე. აზნარი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ ერაყში გატარებული პოლიტიკის ერთგული მომხრე იყო.
აფეთქებებიდან სამი დღის შემდეგ შემდგარ არჩევნებზე გამარჯვება ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა. ესპანეთის ახალმა მთავრობამ კი შემდეგ ესპანეთის ჯარების ერაყიდან გაყვანის ბრძანება გასცა.
XS
SM
MD
LG