Accessibility links

ვლადიკავკაზში დასრულდა ჩრდილოეთ ოსეთისა და


ვლადიკავკაზში დასრულდა ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი სხდომა.

ვლადიკავკაზში დასრულდა ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი სხდომა.
სამუშაო სესიის შემდეგ ოსი სეპარატიტების ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ მოითხოვს გარკვევას საკითხებისა, რომლებზეც ლაპარაკია მე-18 საუკუნის დოკუმენტში რუსეთის იმპერიაში ოსეთის შესვლის შესახებ.
[ედუარდ კოკოითის ხმა] “ვაპირებთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე განცხადება შევიტანოთ რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან არსებობს დოკუმენტი რუსეთის ფედერაციაში - უფრო სწორედ რუსეთის იმპერიაში - ერთიანი ოსეთის შესვლის შესახებ. ეს არის 1774 წლის დოკუმენტი. და არ არსებობს დოკუმენტი ოსეთის სამხრეთი ნაწილის ან რუსეთის იმპერიის, ან რუსეთის ფედერაციის, ან კიდევ რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ.” დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის ახალმა წარმომადგენელმა, პიტერ სემნებიმ თბილისში ვიზიტისას დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოშავებული “სამხრეთ ოსეთის” კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა და დაადასტურა ამ გეგმის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG