Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ აპირებენ ახალი


ევროკავშირი და აშშ აპირებენ ახალი სანქციების მიღებას ბელორუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ

ევროკავშირი და აშშ აპირებენ ახალი სანქციების მიღებას ბელორუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც მინსკში პოლიციამ დააპატიმრა ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეები. ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ისევ - მესამე ვადით - ალექსანდრ ლუკაშენკას არჩევის გამო. როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ბრიუსელში 2-დღიანი სამიტის დასასრულს აღნიშნა, 19 მარტის არჩევნები გაყალბებული იყო. მათივე შეფასებით, ბელორუსია არის სამწუხარო გამონაკლისი კონტინენტზე "ღია და დემოკრატიული საზოგადებებით". როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურსულა პლასნიკმა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, მიმართონ ზომებს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ლუკაშენკას წინააღმდეგ. მაგრამ სანქციების დეტალებზე მას არ უსაუბრია. იქვე პლასნიკმა დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება მოითხოვა. ბელორუსიის პოლიციამ წუხელ დაარბია კარვების ბანაკი მინისკის ცენტრში და 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. აშშ-მაც განაცხადა, რომ დააწესებს შეზღუდვებს ბელორუსი ოფიციალური პირების მოგზაურობაზე, დააწესებს ფინანსურ სანქციებსაც.
XS
SM
MD
LG