Accessibility links

logo-print

სამშაბათს ბაღდადში 5 ადამიანი


სამშაბათს ბაღდადში 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.

სამშაბათს ბაღდადში 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.
აფეთქება მოხდა რესტორანთან, რომელსაც ხშირად სტუმრობენ პოლიციის თანამშრომლები. დაღუპულთაგან სულ ცოტა 3 პოლიციელია. ერაყში წამყვანი შიიტური ალიანსის ლიდერები დღეს ვერ შეთანხმდნენ, დარჩება თუ არა იბრაჰიმ ალ-ჯააფარი მათ კანდიდატად პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალ კოალიციურ მთავრობაში. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაგრძელდება. სუნიტები და ქურთები უარს ამბობენ ალ-ჯააფარის კანდიდატურაზე, რომელიც ამჟამინდელ კაბინეტს უდგას სათავეში. მათი აზრით, მას არ ძალუძს ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა. ერაყში საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში გაიმართა, მაგრამ მთავრობა დღემდე ვერ შეიქმნა ძირითად რელიგიურ და ეთნიკურ თემებს შორის უთანხმოების გამო.
XS
SM
MD
LG