Accessibility links

logo-print

ნეპალში დღეს გამართულ პრო-დემოკრატიულ


ნეპალში დღეს გამართულ პრო-დემოკრატიულ საპროტესტო აქციაზე

ნეპალში დღეს გამართულ პრო-დემოკრატიულ საპროტესტო აქციაზე
ათობით ადამიანი დააკავეს. მეფე გიანენდრას აბსოლუტური ძალაუფლების გაპროტესტების მიზნით კატმანდუში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. მსვლელობის მონაწილეებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქში დღეს კიდევ ერთი აქცია ჟურნალისტებმა, მედიისთვის თავისუფლების მინიჭების მოთხოვნით გამართეს. ამ აქციის მონაწილეებს ხელჯოხებით შეიარაღებულ პოლიციელებთან მოუვიდათ შეტაკება.
ნეპალში მეფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 10 დღის წინ დაიწყო, და მას შემდეგ სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავებულია. გუანენდრამ 14 თვის წინ მთავრობა დაითხოვა, და ხელში აბსოლუტური ძალაუფლება ჩაიგდო. მიმდინარე კვირაში, მან გამოაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგს აწარმოებს და არჩევნებს გამართავს. მაგრამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ამ განცხადებას იგნორირება გაუკეთეს და გამოაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებდნენ.
XS
SM
MD
LG