Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციამ


ნეპალიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციამ დედაქალაქ კატმანდუსკენ

ნეპალიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციამ დედაქალაქ კატმანდუსკენ
მიმავალ საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილეს რეზინის ტყვიები ესროლა. ახალი ამბების სააგენტოები, მოწმეებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ შეტაკებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა. აქციის მონაწილეებმა მკაცრი კომენდანტის საათი დაარღვიეს, და მეფე გიანენდრასს მრავალპარტიული დემოკრატიის აღდგენისკენ მოუწოდებდნენ. ძალოვან სტრუქტურებს კომენდანტის საათის დამრღვევი ნებისმიერი ადამიანისთვის ცეცხლის გახსნის უფლება აქვთ. კატმანდუს ქუჩებში მხოლოდ პოლიციელები და სამხედროები დადიან. პრო-დემოკრატიული საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო. მას შემდეგ აქციების მონაწილე სულ მცირე 8 ადამიანი მოკლეს და ასობით დაჭრეს.
XS
SM
MD
LG