Accessibility links

სააგენტო ”ფრანს-პრესის” ცნობით


სააგენტო ”ფრანს-პრესის” ცნობით,

სააგენტო ”ფრანს-პრესის” ცნობით,
დღეს ღაზაში პარტია ”ფათაჰის” ასობით მომხრემ პარლამენტის შენობა დაიკავა. ისინი პარტია ”ჰამასის” ლიდერის მხრიდან მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აპროტესტებდნენ, რომელმაც პარასკევს ”ფატაჰს” ”ჰამასის” მთავრობის იზოლაციაში მოქცევის მიზნით დასავლეთთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. სააგენტო ოუწყება, რომ ”ფატაჰის” მომხრეებმა ჰაერში გაისროლეს და პარლამენტის შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები შეაგდეს. შემდეგ მათ შენობა დატოვეს და ქუჩებში გადაინაცვლეს. მანამდე ღაზაში, ”ჰამასის” და”ფათაჰის” მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. დაშავდა სულ მცირე 15 ადამიანი.
XS
SM
MD
LG