Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ ევროპის შუა და


წყალდიდობამ ევროპის შუა და სამხრეთი რეგიონებს დიდი ზარადი მიაყენა, ათასობით ადამიანია ევაკუირებული, წყალმა

წყალდიდობამ ევროპის შუა და სამხრეთი რეგიონებს დიდი ზარადი მიაყენა, ათასობით ადამიანია ევაკუირებული, წყალმა
დაფარა ათასობით ჰექტარი სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი. განსაკუთრებით დიდია ზარალი რუმინეთში, სადაც ათასი ადამიანი წუხელ გახდა იძულებული საცხოვრებელი მიეტოვებინა, როცა დამბა გაირღვა. რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ თავის თანამოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის რაიონები, რომლეიც სადაცაა დაიტბორება. რუმინეთის სამხრეთ-დასავლეთში ადიდებულმა დუნაიმ დამბები გაარღვია. წყალდიდობის რაიონში კიდევ რჩება 9 ათასი ადამიანი. სერბიის სახნავი მიწის 5 პროცენტი წყალმა დაფარა. 2500 ადამიანია ევაკუირებული უნგრეთში. მდინარე დუნაიზე რუმინეთის, სერბიის და ბულგარეთის ნავსადგურები კვლავ დახურულია.
XS
SM
MD
LG