Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის კატასტროფას დღეს საერთაშორისო ინსტიტუტებიც


ჩერნობილის კატასტროფას დღეს საერთაშორისო ინსტიტუტებიც იხსენებენ.

ჩერნობილის კატასტროფას დღეს საერთაშორისო ინსტიტუტებიც იხსენებენ.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუჰამედ ელ ბარადეიმ, განაცხადა, რომ ჩერნობილის ტრაგედია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიოს ატომური უსაფრთხოების მისაღწევად ერთიანი მიდგომა სჭირდება. აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთი გარემოს დამცველი ორგანიზაციის აზრით, გაეროს ატომური სტრუქტურა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების რეალურ მასშტაბს არ აღიარებს, და მის შესახებ შემცირებულ ინფორმაციას ავრცელებს. ჩერნობილის ტრაგედია დღეს რომის პაპმაც გაიხსენა. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე გამოსვლისას, ბენედიქტე მეთქევსმეტემ მსოფლიოს ლიდერებს ატომური ენერგეტიკის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG