Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების
მოგვარების საკითხებში, გიორგი ხაინდრავამ, რომელიც იმავდროულად მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის დაბრუნების შემსწავლელ სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სულ მოკლე ხანში ინტერნეტში გამოქვეყნდება გასული საუკუნის 40-იან წლებში მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის მონაცემთა ბაზა. დეპორტირებულები და მათი შთამომავლები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. მოგვიანებით კი დაიწყება განაცხადების მიღება საქართველოში რეპატრიაციის მსურველებისგან. ხაინდრავას შეხვედრა ჟურნალისტებთან 17-20 აპრილს თურქეთში ვიზიტის შედეგებს შეეხებოდა. ვიზიტისას საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა გიულსაც შეხვდნენ, რომელმაც თანხმობა განაცხადა რეპატრიაციის პროცესში ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას. გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს რეპატრიანტთა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩასახლებას, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განასახლებს. რეპატრიანტები მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყველა კონსტიტუციური უფლებით ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG