Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეწყვიტა სერბია-ჩერნოგორიასთან მოლაპარაკება


ევროკავშირმა შეწყვიტა სერბია-ჩერნოგორიასთან მოლაპარაკება გაწევრიანების საკითხებზე იმის გამო, რომ ჯერაც არ შეუპყრიათ სერბი რატკო მლადიჩი - ყოფილი გენერალი,

ევროკავშირმა შეწყვიტა სერბია-ჩერნოგორიასთან მოლაპარაკება გაწევრიანების საკითხებზე იმის გამო, რომ ჯერაც არ შეუპყრიათ სერბი რატკო მლადიჩი - ყოფილი გენერალი,
რომელსაც სამხედრო ბარლდებები აქვს წაყენებული. გაეროს სამხედრო ტრიბუნალის გენერალურ პროკურორ კარლა დელ პონტეს დღევანდელი განცხადებით, სერბიის ხელისუფლებამ ის შეცდომაში შეიყვანა, როცა დაჰპირდა, რომ ტრიბუნალს გასულ თვეში გადასცემდა ყოფილ გენერალ მლადიჩს. [დელ პონტეს ხმა] “მე შეცდომაში შემიყვანეს, როცა მარტის ბოლოს მითხრეს, რომ მლადიჩის დაპატიმრება რამდენიმე დღის თუ კვირის საქმე იყო. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, რომელიც მაშინ მომაწოდეს მლადიჩის ძებნის მოკლე დროში დადებითად დასრულების შესახებ, იყო არასწორი ან არასწორად მოწოდებული”. მლადიჩის დაპატიმრების მცდელობაში წარუმატებლობის გამო დღეს სერბიის ვიცე-პრემიერი მიროლიუბ ლაბუსი გადადგა. მლადიჩს გენოციდის ბრალდება აქვს წაყენებული 1995 წელს სრებნრენიცის მოვლენებთან და 1992-95 წლებში სარაევოს ალყასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG