Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ყაზახეთს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ყაზახეთს ესტუმრა. დედაქალაქ ასტანაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ყაზახეთს ესტუმრა. დედაქალაქ ასტანაში
მან მოლაპარაკება გამართა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ჩეინიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც, მისი თქმით, ენერგორესურსებს სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ამასთანავე, ჩეინიმ დასძინა: [დიკ ჩეინის ხმა] "ჩვენ რუსეთს სულაც არ განვიხილავთ მტრად. გვსურს, რომ ის ჩვენი საიმედო მეგობარი და მოკავშირე იყოს. მაგრამ სრულიად მკაფიოდ გამოვხატე ჩვენი შეშფოთება იმით, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება დემოკრატიის განმტკიცებას რეგიონებში, რომელთა მთავრობები წარმოდგენილი იყვნენ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე." რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჩეინის განცხადებას "მიუღებელი" უწოდეს, ხოლო რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ახალი "ცივი ომის" დაწყებაში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG