Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, პარასკევს ხელმოწერილი

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, პარასკევს ხელმოწერილი
სუდანის სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი დანერგვის მოწოდებით გამოვიდა. შეთანხმებას ხელი მთავრობამ, და დარფურის რეგიონიდან ყველაზე მსხვილმა მეამბოხე ფრთამ მოაწერეს. ორმა მეამბოხე დაჯგუფებამ ხელმოწერაზე უარი თქვა. კოფი ანანმა ამ დაჯგუფებებს გადაწყვეტილების გადასინჯვისკენ მოუწოდა, და განაცხადა, რომ დარფურის რეგიონში სამი წლის მანძილზე მიმდინარე ბრძოლის რეალურად დასრულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა, და აფრიკის კავშირის აქტივობის გაძლიერებაა აუცილებელი. დარფურის კონფლიქტის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, და დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს სახლ-კარის დატოვება მოუხდა.
XS
SM
MD
LG