Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა უარყოფს ევროკავშირის წინადადებას, რომელსაც ის ირანს

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა უარყოფს ევროკავშირის წინადადებას, რომელსაც ის ირანს
სთავაზობს ურანის გამდიდრების შეწყვეტის სანაცვლოდ. როგორც პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს ირანის ტელევიზიით ნაჩვენებ გამოსვლაში აღნიშნა: [მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხმა] “ისინი გვეუბნებიან - “გვინდა თქვენთვის სასარგებლო წინადადებები შემოგთავაზოთ”. ჩვენ ვპასუხობთ: “არ გვინდა, თქვენგან კარგს არაფერს მოველით, მხოლოდ ის გვინდა, რომ ცუდი არაფერი გაგვიკეთოთ”. ევროკავშირმა ირანს უმაღლესი ხარისხის სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგია შესთავაზა - თუ ის უარს იტყვის ურანის გამდიდრებაზე. ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ, შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG