Accessibility links

სანდრო გირგვლიანის ოჯახმა მოითხოვა შინაგან


სანდრო გირგვლიანის ოჯახმა მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის იმ ყოფილი

სანდრო გირგვლიანის ოჯახმა მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის იმ ყოფილი
თანამშრომლების საჯაროდ დაკითხვა, რომლებიც მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში. გირგვლიანის დედა აცხადებს, რომ პროკურატურას ისინი საერთოდ არ დაუკითხავს და უნდობლობას უცხადებს თბილისის პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს. ღვინიაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში მკვლელობის დამკვეთთა დადგენა ვერ მოხერხდა. თუმცა გირგვლიანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა შინაგან საქმეთა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მინისტრის მეუღლის დაკვეთით განხორციელდა. თუ გამოძიების პროცესში პროგრესი არ იქნება და გირგვლიანის ოჯახის მოთხოვნებს სამართალდამცავები 23 მაისამდე არ დააკმაყოფილებენ, "თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.
XS
SM
MD
LG