Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმმა "და ვინჩის კოდმა" იტალიაში


ფილმმა "და ვინჩის კოდმა" იტალიაში შემოსავლის რეკორდი მოხსნა.

ფილმმა "და ვინჩის კოდმა" იტალიაში შემოსავლის რეკორდი მოხსნა.
ფილმის ჩვენების პირველსავე საღამოს 2 მილიონი ევრო მოგროვდა. ათიათასობით იტალიელმა უგულებელყო ვატიკანის მოწოდება, ბოიკოტი გამოეცხადებინა ფილმისთვის. მთელ ქვეყანაში გრძელი რიგები დგას. "და ვინჩის კოდი" გადაღებულია ამერიკელი მწერლის, დენ ბრაუნის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. იგი შეიცავს თეორიას, რომლის თანახმად, იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შვილი ჰყავდათ.

XS
SM
MD
LG