Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ დღეს ბესლანის ტერქატის მონაწილე


მოსამართლემ დღეს ბესლანის ტერქატის მონაწილე, ნურ-ფაში კულაევი

მოსამართლემ დღეს ბესლანის ტერქატის მონაწილე, ნურ-ფაში კულაევი
ტერორიზმში და მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. განაჩენის კითხვის პროცესში, ჩრდილოეთი ოსეთის უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ტამერლამ აღუზაროვმა, განაცხადა, რომ კულაევი სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, მას სამუდამო პატიმრობა მიესჯება. ვლადიკავკაზის სასამართლოს შენობის წინ ბესლანში დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის დედამ, ანეტა ღადიევამ, განაჩენის შესახებ შემდეგი განაცხადა.
[ღადიევას ხმა]: ”სასჯელი დანაშაულის ადექვატური უნდა იყოს. სამუდამო პატიმრობის მიუხედავად, ყულაევს ცხოვრებაში გარკვეული სიხარულის განცდის საშუალება მაინც ექნება. სიკვდილით კი ეს საშუალებასაც წაერთმეოდა”.
მოსამართლის თქმით, უშუალოდ კულაევის ქმედებებს 16 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. თავად კულაევმა თავდასხმაში მონაწილეობა აღიარა - თუმცა განაცხადა, რომ არავინ მოუკლავს. მისი ადვოკატის თქმით, ყულაევი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. 2004 წლის სექტემბერში ბესლანის სკოლაზე თავდასხმას 331 ადამიანის, უმეტესწილად ბავშვების, სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG