Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის ინფორმაციით, ბაღდადიდან ჩრდილოეთით


ერაყის მთავრობის ინფორმაციით, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, ოთხშაბათს ღამით წარმოებული ოპერაციის დროს

ერაყის მთავრობის ინფორმაციით, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, ოთხშაბათს ღამით წარმოებული ოპერაციის დროს
ერაყში ალ-ყაიდის ლიდერი, აბუ მუსაბ ალ-ზარყავი მოკლეს.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ალ-მალიქიმ, ამის შესახებ სახელწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა:
[ალ-მალიქის ხმა]: ”დღევანდელი ამბავი ისეთი კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით ჩვენს მოქალაქეებს, და ჩვენი ხალხის შვილებს. მათ პოლიციასთან, და საერთაშორისო ძალებთან, ითანამშრომლეს, ინფორმაცია მიაწოდეს, ეს კი ბოლო, ზუსტი დარტყმის განხორციელებით დასრულდა”. ერაყში მოქმედმა ალ-ყაიდის დაჯგუფებამ ინტერნეტით გავრცელებულ ცნობაში ალ-ზარყავის სიკვდილი დაადასტურა, და განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ერაყში ალ-ყაიდის ოპერაციები გაგრძელდება. შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოკლული ალ-ზარყავის ამსახველი ფოტოს დემონსტრირება მოახდინეს. ალ-ზარყავის სიკვდილს უკვე მოჰყვა გამოხმაურება მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა ალ-ზარყავის ”სამართალი მიაგეს”. ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრმა, ტონი ბლერმა კი ამას ”ძალიან კარგი ახალი ამბავი” უწოდა.
XS
SM
MD
LG