Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი


ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების განცხადებით,

ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების განცხადებით,
გასული კვირის განმავლობაში მათ თალიბების 40-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს. ყველაზე მეტი მოკლული ორშაბათს, 5 ივნისს, ავღანეთის სამხრეთში, ზაბულის პროვინციაში მომხდარ შეტაკებას მოჰყვა. იქ თალიბების 30 მებრძოლი დაიღუპა. კოალიციის განცხადებით, 14 მებრძოლი ურუზგანის პროვინციაში, ხუთშაბათს მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა. თალიბების წარმომადგენლებმა უკანასკნელი კვირების განმავლობაში თავდასხმები გაამძაფრეს. ამას ბოლო თვეში 400 ადამიანზე მეტი შეეწირა.
XS
SM
MD
LG