Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი ოფიციალურად შეუერთდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის


ყაზახეთი ოფიციალურად შეუერთდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს.

ყაზახეთი ოფიციალურად შეუერთდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს.
ამის შესახებ დღეს ალმატიში მოეწერა ხელი შეთანხმებას ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ნურსულთან ნაზარბაევსა და ილჰამ ალიევს შორის. ნაზარბაევის თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყაზახეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. შეთანხმების მიხედვით, ყაზახეთის ნედლ ნავთობს ბაქოში ჩაიტანენ კასპიის ზღვის გავლით. შემდეგ 1770-კილომეტრიანი მილსადენით მოხდება მისი ტრანსპორტირება ხმელთაშუაზღვის საპორტო ქალაქ ჯეიჰანამდე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ინაუგურაციის ცერემონია თურქეთში 13 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG