Accessibility links

logo-print

ბაღდადში ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ


ბაღდადში ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლოზე პროკურორმა მუსაუიმ მოითხოვა ჰუსეინის

ბაღდადში ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლოზე პროკურორმა მუსაუიმ მოითხოვა ჰუსეინის
და მისი ორი ახლო თანამოსაქმის სიკვდილით დასჯა. ესენი არიან ჰუსეინის ნახევარძმა ალ ტიკრიტი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იასინ რამადანი.(მუსაუის ხმა) “ბრალდება მოითხოვს სასჯელის უმაღლესი დონის შეფარდებას ბრალდებულებისთვის, რომლებიც სთესდნენ ამ მიწაზე უკეთურებას, არ იდობდნენ არც მოხუცებს, არც ქალებს და არც ბავშვებს, და რომლებსაც ხეებიც კი ვერ გადაურჩნენ. ბრალდება მათ სისკვდილით დასჯას მოითხოვს”.
ჰუსეინის გარდა ასამართლებენ კიდევ შვიდ პირს. მათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ედებათ ბრალი. დღეს, პროკურორის გამოსვლის შემდეგ, სხდომა 10 ივლისამდე გადაიდო.
XS
SM
MD
LG