Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები ისრაელის კრიტიკით


მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები ისრაელის კრიტიკით გამოდიან, და ქვეყნის მიერ ლიბანში განხორციელებულ

მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები ისრაელის კრიტიკით გამოდიან, და ქვეყნის მიერ ლიბანში განხორციელებულ
ქმედებებს გადაჭარბებულს უწოდებენ. ევროპის კომისიამ, გაერომ, რუსეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა ისრაელს ლიბანზე საპასუხო თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის აზრით, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის გამო პასუხი სირიას უნდა მოეთხოვოს. გერმანიის ქალაქ შტრალზუნდში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბუშმა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა უფრო ეფექტიანად იმოქმედოს, და ოთხშაბათს დაკავებული ისრაელის ორი ჯარისკაცის გათავისუფლების მიზნით ”ჰესბოლაზე” ზეწოლა მოახდინოს.
XS
SM
MD
LG