Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლისთვის.
ამის შესახებ მინისტრმა სერგეი ლავროვმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ორშაბათს თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ, ცხინვალში პარასკევს მომხდარი აფეთქების საბაბით, ოსურმა მხარემ უარი თქვა თბილისში ჩასვლაზე. შეხვედრის ჩაშლაში სერგეი ლავროვმა საქართველოში არსებული "ომის პარტია" დაადანაშაულა. ასევე ლავროვის თქმით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ვეღარ აკონტროლებს “ომის პარტიას", რომელსაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში პროვოკაციების პასუხისმგებლობა ეკისრება: ლავროვი მიუთითებს 2 დღის წინანდელი ინციდენტისაკენ, როცა რუსი სამხედროები და დიპლომატები ქართულმა მხარემ ცხინვალისაკენ არ გაატარა.
XS
SM
MD
LG