Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საჰაერო ძალებმა დღეს ლიბანში


ისრაელის საჰაერო ძალებმა დღეს ლიბანში სამიზნეების დაბომბვა გააგრძელეს.

ისრაელის საჰაერო ძალებმა დღეს ლიბანში სამიზნეების დაბომბვა გააგრძელეს.
ამავე დროს, ისრაელის ჯარისკაცენს ლიბანთან საზღვარზე ჰიზბოლაჰის მებრძოლებთან შეტაკება მოუვიდათ.
კონფლიქტის მეცხრე დღეს მსხვერპლის რაოდენობამ 300 ადამიანს გადააჭარბა. ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ინფორმაციით, დღევანდელ შეტაკებას ისრაელის სამი ჯარისკაცი შეეწირა. ისრაელს ეს ცნობა არ დაუდასტურებია. გავრცელებული ცნობებით, როგორც ისრაელის ჯარის, ისე ჰიზბოლაჰის მებრძოლების მხარეს არიან დაჭრილები. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ჰიზბოლაჰის მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 30 ჭურვი ისროლეს, მაგრამ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ლიბანის პრემიერ მინისტრის, ფუად სინიორას თქმით, ისრაელის თავდასხმა მის ქვეყანას აცამტვერებს. კონფლიქტის შედეგად 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
XS
SM
MD
LG