Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩადიან თუ არა ლიბანის კონფლიქტში სამხედრო დანაშაულს?


გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები - მათ შორის, ადამიანის უფლებების საკითხების კომისარი, ლუიზ არბური და ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი იან ეგელანდი

- ლიბანის კოფლიქტში მონაწილე მხარეებს აფრთხილებენ, რომ შეისაძლოა ისინი სამხედრო დანაშაულს ჩადიან. რა იგულისხმება ამაში? რა შემთხვევაში კვალიფიცირდება საბრძოლო აქცია სამხედრო დანაშაულად და შეიძლება თუ არა ვინმეს ამისთვის პასუხი მოეკითხოს ისრაელსა და ჰიზბოლასჰს შორის ბრძოლებში?

ამ საკითხების გასარკვევად ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჯერემი ბრანსტენი ესაუბრა ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორს, საერთაშორისო სამართლის ექსპერტს ჰორსტ ფიშერს.

ფიშერის თქმით, ისრაელის ორი ჯარისკაცის დატყვევების საკითხში სამართლებრივი პრობლემის წყაროა ჰიზბოლაჰის სტატუსი. მის ადგილზე რომ ლიბანის რეგულარული არმია ყოფილიყო, კანონით იგი უფლებამოსილი იქნებოდა დაეტყვევებინა ისრაელის ჯარისკაცები.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება: ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისრაელის საპასუხო სამხედრო აქცია გამართლებული იყო?
ფიშერი: "თავდაცვის უფლება, რასაც ასე ხშირად ახსენებენ ამ ვითარებაში, ასევე შეზღუდულია პროპორციულობის პრინციპით. შეიძლება გაისმას კრიტიკა, რომ, მართალია, ისრაელმა საზღვარი გადაკვეთა თავისი ორი ჯარისკაცის გატაცების საპასუხოდ. ასევე, კატიუშის ტიპის რაკეტებით ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის საპასუხოდ. მაგრამ მან იერიში განახორციელა ლიბანის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ბეირუთის გაეუბნებზე. საკითხავია, რამდენად არის ეს ჰიზჰოლაჰის იერიშების პროპორციული ქმედება? საკმარისი შეიძლება ყოფილიყო სამხრეთ ლიბანში სარაკეტო დანადგარებზე დარტყმების განხორციელება."
რთე/რთ: საერთაშორისო სამართლით რა ვალდებულებები აკისრიათ მეომარ მხარეებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად?
ფიშერი: "ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ხელშეკრულებაში არის წესი, რომლითაც ვალდებული ხართ, გაატაროთ სიფრხილის ზომები, რათა შეზღუდოთ თქვენი შეტევით გამოწვეული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. და მეორე: შეტევის მთელი მსვლელობის მანძილზე - მისი დაგეგმვისას, ასევე განხორციელების ფაზაში - უნდა დააზუსტოთ, რომ ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც ახორციელებთ შეტევას, სამხედრო ობიექტია. ეს კი საკმაოდ დიდი სირთულეა მოირიშე მხარისთვის: გამუდმებით არკვიოს, რა არის ობიექტი და რა შედეგს გამოიღებს იერიში. ეს ძალზე რთულია ქალაქში. სწორედ ესაა ერთ-ერთი, რატომაც მიმაჩნია, რომ ისრაელს უნდა დავუსვათ შეკითხვა: რატომ უტევენ ბეირუთის გარეუბნებს?"
რთე/რთ: ანუ სამხედრო დანაშაულისთვის ვინმეს გასასამართლებლად აუცილებლია იმის დამტკიცება, რომ ისინი განზრახ უმიზნებდნენ სამოქალაქო პირებს ანდა განზრახ უგულებელყოფდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეტევას სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი შეიძლებოდა მოჰყოლოდა?
ფიშერი: ისრაელის არმიის რომელიმე მეთაურის ან ჯარისკაცის სასამართლო პროცესი რომ გაიმართოს, მაშინ პროკურორმა უნდა დაამტკიცოს, რომ სიფრთხილის საჭირო ზომები არ იქნა მიღებული და რომ, შესაძლოა, განზრახ დაუმიზნეს სამოქალაქო პირებს. არა მგონია, ასე იყოს, მაგრამ პროკურორმა ეს უნდა დაამტკიცოს.
რთე/რთ: ჰიზბოლაჰის მიერ ისრაელის ქალაქებისთვის რაკეტების დაშენა არის თუ არა სამხედრო დანაშაული?
ფიშერი: ეს უეჭველად სამხედრო დანაშაულია. ეს ეჭვს არ იწვევს. თუკი ხმარობთ რაკეტას, იარაღს, რომელიც არ შეგიძლიათ ზუსტად დაუმიზნოთ და იცით, რომ ის სადღაც აფეთქდება, კონკრეტულ არეალში, თქვენ სამხედრო დანშაულს ჩადიხართ. ეს იმდენად უეჭველია, რომ ამაზე მეტის თქმა საჭიროდ არ მიმაჩნია. ფაქტობრივად, თუკი იცით, რომ რაკეტა აფეთქდება ქალაქში, მაგრამ არ იცით, ზუსტად სად, ცხადია, ვარაუდობთ და ეგუებით იმას, რომ მოკლავთ სამოქალაქო პირებს. ეს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ პირდაპირი შეტევაა. ეს კი სამხედრო დანაშაულად ითვლება უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში."
XS
SM
MD
LG