Accessibility links

logo-print

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო


დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი,

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი,
რომელიც ოც დღეს გასტანს. კომისიის ცნობით, საგანგებო ჯგუფები საცხოვრებელი ადგილების შემოვლით, ყოველი ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებულ მონაცემებს შეადარებენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ მონაცემებს. ყოველი ჯგუფი ცხრა ადამიანით არის დაკომპლექტებული. სულ, საქართველოს მასშტაბით, სამი ათასამდე საგანგებო ჯგუფი მუშაობს. ჯგუფები დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამი წევრისა და სამი პოლიტიკური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის, ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტის მიერ დანიშნული ორ-ორი წევრისგან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, დეკემბერში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG