Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში, ტუ-154-ის ტიპის თვითმფრინავის


დონეცკის ოლქში, ტუ-154-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას,

დონეცკის ოლქში, ტუ-154-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას,
170-ვე დაღუპულის გვამები იპოვეს. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება. ნაპოვნია ორივე ე.წ. "შავი ყუთი". კატასტროფის მიზეზებს რუსეთ-უკრაინის ერთობლივი საგანგებო კომისია იძიებს. ცხედრების ამოსაცნობად უკრაინაში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები ჩადიან. რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც საკურორტო ქალაქ ანაპიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სამშაბათს ჩამოვარდა. დაიღუპა 170 ადამიანი, მათ შორის - 40-ზე მეტი ბავშვი. დღეს უკრაინაში სახელმწიფო გლოვა იყო გამოცხადებული. ხვალ გლოვის დღეა რუსეთში.
XS
SM
MD
LG