Accessibility links

logo-print

ირანის პასუხი ექვსი სახელმწიფოს მიერ


ირანის პასუხი ექვსი სახელმწიფოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ წინადადებაზე,

ირანის პასუხი ექვსი სახელმწიფოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ წინადადებაზე,
თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისი, შორს არის თეირანისადმი წაყენებული მოთხოვნებისგან. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გონსალო გალიეგოსმა. თეირანის პასუხის შინაარსი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ირანმა განაცხადა, რომ მზად არის თავისი ბირთვული პროგრამის საკითხზე "სერიოზული მოლაპარაკებისთვის"; თუმცა, დასძინა, რომ ურანის გამდიდრებას კვლავაც განაგრძობს, რითაც უარყო გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა. ვაშინგტონის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს კონსულტაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან.
XS
SM
MD
LG