Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის განცხადებით, მის ქვეყანას სურს,

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის განცხადებით, მის ქვეყანას სურს,
სამხრეთ ლიბანში რაც შეიძლება მალე განთავსდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, როგორც ამას ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული საზავო შეთანხმება ითვალისწინებს. პარიზში, თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ლივნიმ განაცხადა: [ციპი ლივნის ხმა] "ამჟამად რეგიონში კვლავინდებურად ფეთქებადსაშიში ვითარებაა. ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები ჯერ კიდევ ლიბანში იმყოფებიან. მიღებული არ არის ზომები იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გასაკონტროლებლად. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. თუ "ჰისბოლაჰმა" საერთაშორისო თანამეგობრობის მერყეობა დაინახა, ვითარება კიდევ უფრო გართულდება." საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ დუსტ-ბლაზიმ, თავის მხრივ, განაცხადა: [ფილიპ დუსტ-ბლაზის ხმა] "ლიბანში გაეროს სამშვიდობო ჯარის გაძლიერება ორ მიზანს ემსახურება: ჯერ ერთი, დაეხმაროს ქვეყნის სამხრეთში ლიბანელი სამხედროების განთავსებას, და მეორეც, გააკონტროლოს "ჰისბოლაჰის" მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდებაზე შემოღებული ემბარგოს შესრულება." სამხრეთ ლიბანში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების საკითხზე ისაუბრა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუად სინიორამაც. კერძოდ, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: [ფუად სინიორას ხმა] "რაც შეეხება საერთაშორისო ძალებს, მე ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ სამშვიდობო კონტინგენტი ლიბანში უახლოეს მომავალში განთავსდება."
XS
SM
MD
LG