Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში მასობრივი არეულობა მოხდა.

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში მასობრივი არეულობა მოხდა.
ქალაქის ხელმძღვანელობამ კომენდანტის საათი შემოიღო და დახმარებისთვის ჯარებს მოუხმო. არეულობა შაბათს დაიწყო მას მერე, რაც ცნობილი გახდა ბელუჯების ადგილობრივი ტომის ბელადის სიკვდილის შესახებ. ბელადი და მისი თანმხლები 30 ადამიანი მოკლულ იქნა პაკისტანის უშიშროების ძალებთან ბრძოლებში, პროვინცია ბელუჯისტანში. კვეტა ბელუჯისტანის დედაქალაქია. გამოსვლები დაიწყო სხვა ქალაქებშიც. უკანასკნელ ხანებში ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ბელუჯების რაზმები სულ უფრო ხშირად ახორციელებენ პროვინციაში თავდასხმებს.

XS
SM
MD
LG