Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა


კოფი ანანის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა ისევ გამოთქვა სურვილი,

კოფი ანანის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა ისევ გამოთქვა სურვილი,
მოლაპარაკების გზით მოგვარდეს უთანხმოება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ამ შინაარსის განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა დღეს თეირანში, ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ამასთან, ანანმა როგორც აღნიშნა, აჰმადინეჟადმა ისევ უარი თქვა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე, ვიდრე მოლაპარაკება არ დაწყებულა. არადა, ირანის უარს ამ მოთხოვნაზე, რომელსაც შეიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია, შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს. გაეროს გენერალური მდივანი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე სხვა საკითხსაც შეეხო: მისი თქმით, აჰმადინეჟადმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეზოლუციას ისრაელისა და მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" ლიბანში დაზავების შესახებ. "ჰიზბოლაჰი" ირანის მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG