Accessibility links

მოსკოვში პოლიციამ სცემა და შეიყპრო


მოსკოვში პოლიციამ სცემა და შეიყპრო რამდენიმე რუსი უფლებადამცველი,

მოსკოვში პოლიციამ სცემა და შეიყპრო რამდენიმე რუსი უფლებადამცველი,
რომლებიც ბესლანის სკოლაში სისხლისღვრის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. 2004 წლის 1 სექტემბერს ექსტრემისტებმა, ჩეჩნეთში ომისთვის ბოლოს მოღების მოთხოვნით, მძევლები აიყვანეს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაში. 3 სექტემბერს უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული იერიშისას, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს და რომლის გარშემო ბევრი შეკითხვა ჯერაც პასუხგაუცემელი რჩება, 330-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმთავრესად სკოლის მოსწავლეები. დღეს უფლებადამცველები შეიკრიბნენ მოსკოვში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინასთან, და ბესლანის ოპერაციის შესახებ სიმართლე მოითხოვეს. მაგრამ დემონსტრაცია მალევე დაარბიეს პოლიციამ და ომონის სპეცრაზმმა. რუსეთის სხვა რეგიონებში, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანის ტრაგედიისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG