Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელი


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელი ხვალ მოხსნის ლიბანს საჰაერო და საზღვაო ბლოკადას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელი ხვალ მოხსნის ლიბანს საჰაერო და საზღვაო ბლოკადას.
ამავე წყაროს ცნობით, საერთაშორისო ძალები ჩაენაცვლებიან ისრაელის ჯარებს, ამჟამად განთავსებულს ლიბანის ნავსადგურებსა და აეროპორტებში. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, მიესალმა ამ ნაბიჯს. [ტუომიოიას ხმა] “ჩვენ ამას მივესალმებით. ცხადია, გაგვიხარდებოდა, ეს უფრო ადრე რომ მომხდარიყო, მაგრამ ახლა მივესალმებით”. ისრაელმა საზღვაო და საჰაერო ბლოკადა შემოიღო მას შემდეგ, რაც 12 ივლისს წამოიწყო სამხედრო კამპანია "ჰიზბოლაჰის" წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG