Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ მინისტრი, რომანო პროდი


იტალიის პრემიერ მინისტრი, რომანო პროდი, აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი,

იტალიის პრემიერ მინისტრი, რომანო პროდი, აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი,
დათანხმდა ევროკავშირის მესაზღვრეების განთავსებას იმ მიზნით, რომ მათ სირიასა და ლიბანს შორის იარაღის გადატანაზე დაწესებული ემბარგო დაიცვან. პროდიმ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საზღვარზე რამდენიმე ასეული მესაზღვრე იმუშავებს, თუმცა შეიარაღების და უნიფორმის გარეშე. პროდის თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი.
XS
SM
MD
LG