Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის


გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის აზრით, ერაყი სამოქალაქო ომის პირას დგას.

გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის აზრით, ერაყი სამოქალაქო ომის პირას დგას.
"თუკი ამჟამინდელი დაპირისპირებები და ძალადობა კიდევ ერთხანს გაგრძელდება, არსებოს იმის რეალური საფრთხე, რომ ერაყი - როგორც სახელმწიფო - დაიშლება და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ფართო მასშტაბის სამოქალაქო ომის პირობებში მოხდეს," თქვა ანანმა. ნიუ იორკში, ერაყის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას ანანი გამოვიდა მოწოდებით, არ დაუშვან ერაყის სახელმწიფოს დაშლა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა მიუთითა ერაყის ფედერაციული სისტემის არასრულყოფილებაზე. მისი სიტყვებით, შიიტების, სუნიტებისა და ქურთების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ საფრთხეს უქმნის როგორც ერაყს, ისე მთელი რეგიონის უშიშროებას.

XS
SM
MD
LG