Accessibility links

შვეიცარიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა


შვეიცარიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას

შვეიცარიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას
საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამომრჩეველთა 68 პროცენტმა რეფერენდუმზე თანხმობა გამუცხადა ზომებს, რომლებიც ევროპის გარედან ჩასულ თავშესაფრის და სამუშაოს მაძიებლებს ეხება. სამინისტროს ცნობით, ეს ზომები შვეიცარიის ჰუმანიტარული ტრადიციების შენარჩუნებას, მაგრამ ამ ტრადიციების უმართებულო გამოყენებასთან ბრძოლას ემსახურება. ინიციატივის მოწინააღმდეგეები - მათ შორის, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო - აცხადებენ, რომ ახალი წესები ჭეშმარიტ ლტოლვილებსაც გაურთულებს შვეიცარიაში თავშესაფრის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG