Accessibility links

logo-print

ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო დღეს


ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო დღეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას დაკრძალვას

ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო დღეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას დაკრძალვას
მოსკოვის ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე. პოლიტკოვსკაია შაბათს მოკლეს. რუსეთში ადამიანის უფლებების რწმუნებულმა ვლადიმირ ლუკინმა ცერემონიაზე გამოსვლისას ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს მასმედიის თანამშრომელთა უსაფრთხოება. რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ასოციაციის პრეზიდენტმა, ედუარდ საგალაევმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ პოლიტკოვსკაიას სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი არის რუსეთში "სიმართლის დეფიციტი." რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დრეზდენში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ განცახადა, რომ ეს მკვლელობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამასთან, მან აღინშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე პოლიტკოვსკაიას გავლენა მცირე იყო. პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და სხვა რუსეთის სხვა ქალაქებში. საერთაშორისო და ადამინის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობის ყოველმხრივი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG