Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას


რუსეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას

რუსეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას
ექვსმხრივი მოლაპარაკების მაგიდასთან სურს დაბრუნება ატომური პროგრამის განხილვის მიზნით. თუმცა სამხრეთი კორეა შეხვედრის ახლო მომავალში ჩატარებას ეჭვის ქვეშ აყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ალექსეევმა, ფხენიანის სურვილის შესახებ განცხადება სეულში, სამხრეთი კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ალექსეევმა გასულ კვირაში ოფიციალური შეხვედრები ჩრდილოეთ კორეაში გამართა. თავის მხრივ, ალექსეევთან შეხვედრის შემდეგ სამხრეთი კორეის წარმომადგენელი, ჩუნ ინ-ვუ აცხადებს, რომ იმის თქმა, მართლა აღდგება თუ არა მოლაპარაკება, ამ ეტაპზე ნაადრევია. ჩუნ ინ ვუს აზრით, დიპლომატიური პროცესის შესახებ კონფიდენციალური მოლაპარაკების დაწყებამდე ჯერ უნდა გაირკვეს, როგორი იქნება ჩრდილოეთი კორეის რეაქცია გაეროს მხრიდან დაწესებულ სანქციებზე. მოლაპარაკებაში რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა, ჩინეთი, იაპონია და შეერთებული შტატები მონაწილეობენ. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთი კორეისთვის სადამსჯელო სანქციების დაწესების თაობაზე რეზოლუცია შაბათს, ერთხმად მიიღო. იზოლირებული კომუნისტური რეჟიმის დასჯის მიზეზი ის არის, რომ რეჟიმი აცხადებს - ფხენიანში ატომური იარაღის გამოცდა შედგა.
XS
SM
MD
LG