Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში, მოსახლეობის აღწერის ბიურო


შეერთებულ შტატებში, მოსახლეობის აღწერის ბიურო

შეერთებულ შტატებში, მოსახლეობის აღწერის ბიურო
აცხადებს, რომ სამშაბათს, 17 ოქტომბერს, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 300 მილიონ ადამიანს მიაღწევს. ბიურო ამ გათვლას აკეთებს ალგორითმზე დაყრდნობით, რომელიც შობადობის, სიკვდილიანობის და საერთაშორისო მიგრაციის მაჩვენებლებს ითვალისწინებს. ბიურომ დაადგინა, რომ ყოველ 7 წამში ერთი ამერიკელი იბადება, ყოველ 13 წამში ერთი ამერიკელი კვდება, და ყოველ 31 წამში ერთი მიგრანტი კვეთს ამერიკის საზღვარს.
XS
SM
MD
LG